მომხმარებელი არ მოიძებნა. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
დაგჭირდებათ:
რეგისტრაციის დასასრულებლად, გთხოვთ გაეცნოთ და დაეთანხმოთ:
წესები და პირობები
წესებსა და პირობებზე დათანხმებით, თქვენ გამოხატავთ თანხმობას მასზედ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,მისო ევრო კრედიტმა“/უფლებამოსილმა პირ(ებ)მა, მომსახურების გაწევის მიზნით და ამ მიზნისთვის საჭირო მოცულობით, დაამუშავონ თქვენი პერსონალური მონაცემები. თანხმობის გაცემამდე, ყურადღებით გაეცანით მონაცემთა დამუშავების წესებს და პირობებს, კერძოდ:
სს ,,მისო ევრო კრედიტისთვის“ მონაცემთა მიწოდება ხორციელდება ნებაყოფლობით, ამასთან მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს მხრიდან ამ მონაცემების მოპოვება აუცილებელ პირობას წარმოადგენს თქვენი საკრედიტო განაცხადის განხილვისთვის.
წინამდებარე თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ სს ,,მისო ევრო კრედიტი“ (როგორც უშუალოდ ასევე უფლებამოსილი პირის მეშვეობით), მომსახურების მიღების მიზნით, უფლებამოსილია მიიღოს და დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემი, მიღებული დისტანციური იდენტიფიცირებისას თქვენი სახის, თქვენი პირადობის მოწმობის, ან საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტო გადაღების/ვიდეო ჩანაწერის გაკეთების დროს, ასევე მიიღოს და დაამუშავოს აღნიშნულ დოკუმენტებში არსებული პერსონალური მონაცემები და შეამოწმოს აღნიშნული მონაცემების სიზუსტე. თქვენთვის აგრეთვე ცნობილია და ეთანხმებით რომ თქვენი ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ იმ ვადით რა ვადაც აუცილებელია იდენტიფიცირების პროცესის დასრულებისთვის. აქვე ადასტურებთ რომ, იდენტიფიცირების მიზნით, თქვენს მიერ მოწოდებული ყველა პერსონალური მონაცემი არის უტყუარი და ზუსტი, ხოლო წარდგენილი დოკუმენტი მოქმედი და ნამდვილი.
ამავე დროს თქვენ ადასტურებთ რომ მოგეწოდათ და თქვენთვის გასაგებია შემდეგი ინფორმაცია:
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს/უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ მიღებული შესაბამისი პერსონალური მონაცემები ინახება კანონით დადგენილი ვად(ებ)ის ფარგლებში. მონაცემთა შენახვის მთელი პერიოდის მანძილზე სს ,,მისო ევრო კრედიტი“ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევით, ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი, ან უკანონო დაკარგვისგან.
თანხმობა პეროსნალური მონაცემების დამუშავების თაობაზე
წინამდებარე თანხმობის განაცხადით, გამოვხატავ თანხმობას და ვადასტურებ, რომ სს “მისო ევრო კრედიტს” (ს/კ 404919102) (შემდგომში „ევროკრედიტი“) ვანიჭებ უფლებამოსილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით: 1. მომსახურების გაწევის, შეთავაზების და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს“ მონაცემთა ბაზებში არსებული/დაცული ევროკრედიტისთვის აუცილებელი ჩემი პერსონალური მონაცემები. 2. თანახმა ვარ და ვანიჭებ ევროკრედიტს უპირობო და შეუზღუდავ უფლებას, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრედიტო მომსახურების გაწევის/პირის იდენტიფიცირების და/ან მარკეტინგული მიზნით და ამ მიზნების განსახორციელებლად საჭირო მოცულობით (შესაბამისი მიზნის მისაღწევად აუცილებელი) ჩემი პერსონალური მონაცემები და ინფორმაცია (მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ევროკრედიტს ან რომელიც შემდგომში მისთვის ცნობილი გახდა) დამატებითი თანხმობის გარეშე დაამუშაოს და გადასცეს უფლებამოსილ პირებს, კერძოდ: საკრედიტო ბიურო(ებ)ს; ადმინისტრაციულ ორგანოებს; ელექტრონული გადახდების განმახორციელებელ პირებს; სხვა საფინანსო ინსტიტუტებს; სასამართლოს, არბიტრაჟს, მედიაციის ცენტრს; აღსრულების ეროვნულ ბიუროს; კერძო აღმასრულებელს; გამსესხებლის შვილობილ და დაკავშირებულ კომპანიებს; სარეკლამო-საინფორმაციო სმს მომსახურების გამწევ პირებს და საკრედიტო მომსახურების პროცესში ჩართულ მსესხებლის პარტნიორ კომპანიებს. 3. თანხმობას ვაცხადებ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნით (მათ შორის, სარეკლამო კამპანიის ან/და პრომო აქციის ფარგლებში) ევროკრედიტისგან ან/და ევროკრედიტის უფლებამოსილი პირ(ებ)ისგან მივიღო წერილი, მოკლე ტექსტური ან/და სხვა სახის შეტყობინება ან/და სატელეფონო ზარი ჩემს მიერ ევროკრედიტისათვის მიწოდებულ მისამართ(ებ)ზე ან/და ტელეფონის ნომერზე.
ვეთანხმები: